` პირველკურსელთა გვერდი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

უფასო მოსამზადებელი ონლაინ კურსები აბიტურიენტებისთვის

საჩუქარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი გავხადოთ ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისათვის. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოში მცხოვრებ აბიტურიენტებს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს მოსამზადებელ ონლაინ კურსს STEM საგნებში (S-მეცნიერება; T- ტექნოლოგია; E - ინჟინერია; M - მათემატიკა) 2 მოდულით:
მათემატიკა + ფიზიკა ან მათემატიკა + ქიმია

სტუ-ის უფასო მოსამზადებელი ოლაინ კურსები განკუთვნილია მხოლოდ აბიტურიენტებისთვის.

კატეგორია „აბიტურიენტში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოიაზრებს სხვადასხვა ქალაქებისა და რეგიონების საჯარო სკოლების დამამთავრებელი (XI – XII) კლასების მოსწავლეებსა და 20 წლის ჩათვლით სკოლადამთავრებულ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ სწავლობენ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში.

  1. STEM საგნები წამყვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ჩვენი პროფესიები კი ძალიან მოთხოვნადია შრომის ბაზარზე.
  2. ჩვენი დიდი სურვილია, პირველ რიგში, იმდენად კარგად შეგასწავლოთ მატემატიკა, რომ ეროვნულ გამოცდებში წარმატებით გადალახოთ ბარიერი და ჩაირიცხოთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
  3. ასევე, ვფიქრობთ, მათემატიკასთან ერთად შეგასწავლოთ STEM-ის კიდევ ერთი საგანი: ფიზიკა ან ქიმია, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლისას.

უფასო მოსამზადებელი ონლაინ კურსების დაწყების თარიღს რეგისტრირებულ აბიტურიენტებს ინდივიდუალურად შევატყობინებთ ელექტრონული ფოსტის და/ან sms-შეტყობინების მეშვეობით.

ორივე მიმართულების უფასო მოსამზადებელი ოლაინ კურსები საუნივერსიტეტო პლატფორმაზე ჩატარდება წინასწარ შედგენილი ცხრილის მიხედვით, კვირაში 2-ჯერ. თითოეული ლექციის ხანგრძლივობა იქნება 2 საათი.

უფასო მოსამზადებელი ოლაინ კურსები აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე - elearning.gtu.ge

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფასო მოსამზადებელ ოლაინ კურსებზე დასასწრებად აბიტურიენტს არ დასჭირდება რაიმე განსაკუთრებული აღჭურვილობა. საჭიროა მხოლოდ: წვდომა ინტერნეტთან, კომპიუტერი ან სმარტფონი, ყურსასმენი, რვეული და კალამი.

  1. შეისწავლით მატემატიკას და STEM-ის კიდევ ერთ საგანს;
  2. წარმატებით დაძლევთ ეროვნულ გამოცდას მათემატიკაში;
  3. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში, უფასო მოსამზადებელი ოლაინ კურსების ნებისმიერ მსმენელს ელის ბონუსი.
  4. თუ გექნებათ ცოდნა STEM საგნებში, გაგიმარტივდებათ სწავლა ტექნიკურ უნივერსიტეტში.

რეგისტრაცია დასრულებულია